LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი

გია ვოლსკი: „საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში სწორედ ზურაბიშვილი ჩაუდგა იმიტომ, რომ ახალგაზრდების გული დაიპყროს და მათ კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სადავეებთან მოვიდეს“

„ადამიანები, ვინც სისხლიანი ხელებით მოვიდნენ, დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, რასაკვირველია, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება და აქედან გამომდინარე, ახალი ლიდერი შეარჩიეს.“

„ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა… ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა [განცხადება] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას“ – როგორ ეხმაურებიან ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას უმრავლესობაში

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები - ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის“ - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. უმრავლესობის დეპუტატმა აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ვოლსკი გვარამია-მელიას გაერთიანებაზე: „ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც ახალი ნომერი მიაბეს – მანქანა, რომელიც არც კარგად მოძრაობს და უამრავი ადამიანი ჰყავს გატანილი და გადაჯეგილი“

„გიგი უგულავას უნდა დავესესხოთ, რომ მანქანა არსებობს, რომელიც გამოსულია მწყობრიდან, სააკაშვილზე თქვა, ნაგავში უნდა გადავაგდოთ, ჯართში უნდა გადავაგდოთ, პოლიტიკურ სანაგვეზე.“