„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი შშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება - ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალეობის შესახებ კანონი მივიღეთ.“
„„რაც არ უნდა დაარქვან ამ ინიციატივას, ეს იქნება ქართველი ხალხის აქტი, მეგობრული აქტი, თუ სხვა პარტნიორული აქტი, აქტი, რომელიც მოიცავს მუქარას, შანტაჟს სანქციებით, გადაადგილების აკრძალვით და ა.შ. ნამდვილად, ვერ ჩაითვლება კეთილგანწყობილად.“