დათუნაშვილის თქმით, ის მანკიერი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელეებს აიძულებენ პოლიტიკური პარტიის აგიტაციის პროცესში ჩართვას, დღემდე არსებობს.
ხაზარაძის თქმით, მედია ისე, როგორც საზოგადოება, ორადაა გახლეჩილი, -არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ „ოცნება“ არ დადის დებატებზე, ხოლო ოპოზიციას სახელისუფლო არხებზე კარი აქვს ჩაკეტილი.
"ლელოს“ ლიდერი, მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“- საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით, დაუყოვნებლივ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.