ჟურნალისტი და მწერალი, დათო გორგილაძე ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს, რა დროსაც მას „POS TV“-ის ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა, სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბერძენიშვილის საავტორო წიგნს აქვეყნებს.
„ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური ძალისა და მათგან მართული ამ აგენტურის დარტყმის საგანი არ არიან მხოლოდ პოლიტიკოსები, არიან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავისუფალი აზრით.“
„ზუსტად ის მოხდა, რისთვისაც ე.წ. ლექცია იგეგმებოდა, ფაქტია, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის, ლექციის ჩაშლა კი არა, ტელევიზიებში ლექტორების პანღურებით გამოგდების ფაქტები ვიხილეთ და არ დასმულა კითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები“ - აცხადებს გია ვოლკი.