LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა ვიბლიანი

ვიდეო: „ნატა ვიბლიანის თქმით, სანამ ჩემი შვილი არ დაოჯახდა, მანამდე თავს ვიკავებდი ლაპარაკისგანო. როცა დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილი სანდო ხელშია, მას შემდეგ ავლაპარაკდიო“ – მარიამ ბარსონაძე, ნატა ვიბლიანის ადვოკატი

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მარიამ ბარსონაძე „ფორმულას“ ეთერში საქმის მიმდინარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ძალიან მალე ელოდებიან რომ ბრალდებების წარდგენა მოხდება. 

„ნუ მემუქრებით. ნინო ვიბლიანთან არანაირი კავშირი არ მქონია, არასდროს! – ვერანაირი საზოგადოებრივი ზეწოლა ვერ მაიძულებს, უარი ვთქვა ადამიანის დაცვაზე“ – მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანს ცილისწამებაში ადანაშაულებს

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ნატა ვიბლიანის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს იცავს, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ეს დაზიანება მიადგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემატურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ის ცხენზე გამოაბა და ათრია“ – ნატა ვიბლიანს გამომძიებელმა პოლონეთში ჩააკითხა, რას ჰყვება ნატა ვიბლიანის ადვოკატი „რადიო თავისუფლებასთან“

მარიამ ბარსონიძე, ნატა ვიბლიანის ადვოკატი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ ნატა ვიბლიანთან შესახვედრად ჩასულმა გამომძიებელმა გამოკითხვის გარდა აღწერა დაზიანებები, რომელიც ქალს ბავშვობაში სავარაუდო მოძალადემ მიაყენა.