გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
19 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით - იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.