"ველოდებით პრეზიდენტისგან ამ საკითხზე კრიტიკულ შეფასებებს, მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ მასთან შეხვედრის შესაძლებლობას" - წერია პარტიის განცხადებაში.
ვაშაძე მზაობას გამოთქვამს მონაწილეობას მიიღოს კონსულტაციებში და შარლ მიშელს სთხოვს დროული რეაგირება მოახდინოს, გამოიყენოს ყველა არსებული მექანიზმი, რათა „ქართული ოცნება“ აიძულონ, დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.