LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ: გიორგი ვაშაძე

348
ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში „თუ თბილისის მერის არჩევნების პირველივე ტურში შეძლებს კახა კალაძე მოგებას, მათ მისი გადაყენება მაინც შეეძლებათ“. „პალიტრანიუსის“ ეთერში ვაშაძე განმარტავს, რომ „საკრებულოში 50%-ზე მეტს შეუძლია მერი ნებისმიერ დროს მოხსნას“.

„კახა კალაძეს ჩვენ დავამარცხებთ იმ შემთხვევაში, თუკი პირველ ტურში, საკრებულოში, უმრავლესობას ოპოზიცია მოიპოვებს. ამისთვის ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ძალიან დიდი წვლილს შევიტანთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ საკრებულოზე კონტროლი პირველივე ტურში ოპოზიციურმა ძალებმა აიღოს, – ამისთვის ჩვენ ვემზადებით.

საკრებულოში 50%-ზე მეტს შეუძლია მერი ნებისმიერ დროს მოხსნას. თუ საკრებულოში 26 ხმა გვექნება, პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

magti 5g