„ფემიციდის მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ ქალის როლის შესახებ საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული შეხედულებები კვლავ რჩება ფემიციდის გამომწვევ ძირეულ პრობლემად.“
„ციხიდან გამოვა და უარესს მიზამსო. და აი უქნა კიდეც. პოლიციის გარდა, რომელიც ჩვენ მივიყვანეთ, არავინ არ მოსულა და არ მოუკითხავს ქალი. ახლა ისევ ქმართან სახლში დაბრუნდება.“
გამოძიებით დადგინდა, რომ ოქტომბერში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა.