როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა.
„საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ“ - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
„მინდა, უზარმაზარი მწუხარება გამოვხატო ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი მხრივ, ვანდალიზმი, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადო ტრაგედიაა“ - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.