LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება

„ერთი წლის წინ, როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა – ამგვარი ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს“ – კახა კალაძე

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზარქუა: უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის – რუსული ფულით დაფინანსებული „ჩახდილების“ და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ

როგორც ზარქუა აღნიშნავს, მმართველი გუნდი ცდილობს პარტიულ ჭრილში შექმნას რეესტრი, სადაც „ის უსამშობლოები მოხვდებიან, რომლებიც აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, მათ შორის, ფეხბურთელებს“.

„საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდი“, „ან დაგიჭერთ ან ჩავაქოლინებთ თქვენს თავსო…“, „21-ე საუკუნეში ამის მეტს რომ ვერაფერს მოიფიქრებ, ძალიან მძიმედაა შენი საქმე“ – ვინ როგორ ეხმაურება „ოცნების“ მიერ დაანონსებულ ე.წ მონაცემთა ბაზის შექმნას

მმართველმა გუნდა დღეს დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, რომელშიც შეიყვანენ ყველა იმ ადამიანის მონაცემებს, ვინც, „ქართული ოცნების“ განცხადებით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.

„ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას– „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ტექსტს აქვეყნებს

"ქართული ოცნების" განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად "გამჭვირვალობის კანონის" ავკარგიანობას.