ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ სევეროდონეცკის ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია და სახლების 90% დაზიანებული ან დანგრეულია.
"ზოგან უკრაინის არმია კონტრშეტევებს ახორციელებს და ეს შეიძლება კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს, თუ უკრაინას რაც შეიძლება მალე მიეწოდება მძიმე იარაღი", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი.