LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთის ბლიცკრიგი ჩაიშალა, აზოტის ქარხანას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ” – რა ვითარებაა სევეროდონეცკში

130
Untitled design (3)

ბოლო რამდენიმე კვირაა, სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე კრიტიკული ვითარება ლუგანსკის ოლქში – სევეროდონეცკში რჩება.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, კრიზისის მიუხედავად, სევეროდონეცკში რუსეთის ბლიცკრიგი ჩაიშალა და ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ქალაქში მდებარე აზოტის ქარხანას, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ თავს.

უკრაინის თავდაცვის უწყება რუსეთის გეგმების ჩაშლაზე საუბრობს და მიზეზს განმარტავს – სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს უკრაინელი სამხედროების ჯიუტი წინააღმდეგობის დამსახურებაა.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა Deutsche Welle-სთან განაცხადა, უკრაინელი სამხედროები ქალაქის ზოგ ნაწილში კონტრშეტევებს ახორციელებს და კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლისთვის მეტი იარაღია საჭირო:

“მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები. ზოგან უკრაინის არმია კონტრშეტევებს ახორციელებს და ეს შეიძლება კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს, თუ უკრაინას რაც შეიძლება მალე მიეწოდება მძიმე იარაღი”, – აღნიშნა მინისტრის მრჩეველმა და თქვა, რომ უკრაინამ მიიღო და ფრონტზე იყენებს 150 “ჰაუბიცს”, მაგრამ საჭიროა დამატებითი საარტილერიო სისტემა.

მისივე თქმით, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, სევეროდონეცკში სიტუაცია არის “ძალიან, ძალიან რთული” და იმის მსგავსი, რაც იყო ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, თუმცა ახლა მოვლენები უფრო დინამიკურად ვითარდება.

პარალელურად, დონბასში არსებულ ვითარებას აფასებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, დონბასისთვის შეტევაში წარმატების მისაღწევად, რუსეთს ან ამბიციური მოქმედებების დასრულება, ან მდინარეზე უკრაინელების თავდასხმების გადალახვა მოუწევს.

“11 და 12 ივნისის განმავლობაში, სევეროდონეცკის გარშემო ბრძოლა კვლავ მწვავე იყო. უახლოეს თვეებში, მდინარის გადაკვეთის ოპერაციები სავარაუდოდ, ომის მსვლელობისას ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორები იქნება. დონბასში, რუსეთის ფრონტის მთავარი, 90 კილომეტრიანი ცენტრალური სექტორი მდინარე „სივერსკი დონეცის“ დასავლეთით მდებარეობს.

დონბასისთვის შეტევის ოპერაციულ ფაზაში წარმატების მისაღწევად, რუსეთს ან ამბიციური მოქმედებების დასრულება, ან მდინარეზე თავდასხმების გადალახვა მოუწევს. უკრაინული მხარე ხშირად ახერხებდა ხიდების დანგრევას, სანამ ისინი უკან დაიხევდნენ, მაშინ როდესაც რუსეთი კომპლექსური კოორდინაციის დანერგვისთვის იბრძოდა, რომელიც წარმატებული, ფართომასშტაბიანი ცეცხლის ქვეშ მყოფი მდინარის გადაკვეთისთვის აუცილებელია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები