როცა გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი, გარდაცვალების პიკს უნდა ველოდოთ 2-3 კვირაში და ვფიქრობ, რომ ახლა არის სწორედ ეს პიკი, - აცხადებს ცერცვაძე.
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, COVID ახალი შემთხვევების და COVID აქტიური ავადმყოფების კატასტროფულად მაღალი რიცხვის მიუხედავად, საქართველოს ჯანდაცვა ახერხებს მათ მართვას სერიოზული ხარვეზების და ჩავარდნების გარეშე.