„ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ამ კონფერენციაზე მხოლოდ კურიერი იქნება ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც როგორც ჩანს, დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა იმისთვის, რომ კარგად ჩამოყალიბდეს რა ბედი ელის მას და მის ფინანსებს“ - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერის ბერლინში ვიზიტზე საუბრისას გააკეთა.
„გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, რომ როდესაც ჯაშუშობაზე საუბრობს, საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები“ - ასე უპასუხა ოპოზიციონერმა თეონა აქუბარდიამ უმრავლესობის დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას, რომ „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღებას აპროტესტებს“.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში კედლებზე იმ 84 დეპუტატის სია გააკრა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს