"ჩვენ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას გავაგრძელებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ მიზანს ემსახურება" - აცხადებს კობახიძე.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა, რეზოლუციის პროექტისთვის ხელი არ მოუწერია არც ერთ საპარლამენტო ჯგუფს. ისინი პროექტს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არც ერთ პუნქტში რუსეთი ნახსენები არ არის.