მისი განმარტებით, უკრაინის წარმატებას განაპირობებს რუსეთზე გაცილებით მეტად მომზადებული ჯარისკაცები, ტაქტიკურად სწორი კოორდინაცია და დასავლეთის დახმარება.
"128-ე ბრიგადაში ქართველების დიდი ნაკადია და წარმატებით იბრძვიან. ხერსონში არიან. 57-ე არმიაში ასევე არიან ქართველები და აქაც წარმატებით მიიწევენ წინ. ქართველები თავისას აკეთებენ. მე ვამთავრებ ომს ნოემბრის ბოლოს, უკრაინის წარმატებით", - საუბრობს ვანო ნადირაძე.