მე ის თაობა ვარ, რომელმაც დანგრეული თბილისი ნახა…საქართველოში შეიარაღებულ დაპირისპირებას არასოდეს დავუშვებთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ქართველმა მებრძოლმა ვანო ნადირაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
ნადირაძის თქმით, ის და მის გარშემო მყოფი მებრძოლები, საქართველოს წინააღმდეგ არასდროს, არაფერს მოიმოქმედებენ.
“მე ის თაობა ვარ, რომელმაც ნახა სამოქალაქო ომი, მე ის თაობა ვარ, რომელმაც დანგრეული თბილისი ნახა. კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირება ჩვენ ათწლეულებით უკან დაგვაბრუნებს. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მით უმეტეს სხვა ქვეყნიდან, არაფერს მოვიმოქმედებთ.
რაც არ უნდა პოლიტიკური წინააღმდეგობა გვქონდეს, მე პირადად და ჩემ გარშემო მყოფი მებრძოლები არასოდეს დავუშვებთ შეიარაღებულ სამოქალაქო ომს საქართველოში”, – აცხადებს ვანო ნადირაძე.
მე და ჩემ გარშემო მებრძოლები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტანკებით არასოდეს შემოვალთ — ნადირაძე
„რაც არ უნდა პოლიტიკური წინააღმდეგობა გვქონდეს, მე პირადად და ჩემ გარშემო მყოფი მებრძოლები არასოდეს დავუშვებთ შეიარაღებულ სამოქალაქო ომს საქართველოში,“ — ვანო ნადირაძე
Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 11 იანვარი, 2023