„ჩვენთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფ გონებაში მოვიდა ის აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაისვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის და შემდეგ ეს ყველაფერი გადმოებრალებინათ ჩვენთვის,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. კალაძე ამ განცხადებით რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის პროტესტსა და თბილისში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ პროცესს გამოეხმაურა.
"დაისაჯონ თემირლანის მკვლელები", "ოცნება კლავს" - ამ წარწერებით „ქართული ოცნების“ შენობის წინ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პარლამენტის შენობიდან მსვლელობა გამართეს.