დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, ისრაელის, იაპონიის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუმინეთის, სერბეთისა და ლიეტუვას წამყვანი ექსპერტები უახლესი სამედიცინო მიღწევებისა და ინოვაციების შესახებ ისაუბრებენ და დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
მარაქეშში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობას მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მიიღებენ.
Alioni კავკასიის რეგიონში პირველი ონლაინ აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს ლაივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ხის ნარჩენის მოცულობის, მის გამო გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ და ამ ზიანის შესამცირებლად ხის ნარჩენისგან დამზადებული ბიოსაწვავის გამოყენებას სთავაზობს.