LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ზახაროვა: NATO-ს ქვეყნები რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარს უახლოვდებიან

"NATO-ს ქვეყნები, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, აგრძელებენ კიევის რეჟიმის შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით გატენვას"

ირანის სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო, პოლიციამ 15 წლის სკოლის მოსწავლე ცემით მოკლა

„ასრა პანაჰი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე სტუდენტიდან, რომელიც არდებილში მომხდარ ინციდენტში დაშავდა. მათ თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალები, როცა მათ უზენაესი ლიდერის ქება-დიდებაზე  უარი თქვეს.“– ნათქვამია ირანის მასწავლებელთა პროფკავშირის განცხადებაში.

შოლცი: პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ ესეც არასწორად გათვალა

„ჩვენ არ დავტოვებთ მოსკოვის ბოლო ესკალაციას უპასუხოდ... გადამწვარი მიწის ტაქტიკა არ დაეხმარება რუსეთს ომის მოგებაში, ისინი მხოლოდ გააძლიერებენ უკრაინის და უკრაინის პარტნიორების ერთიანობას“ - აღნიშნა შოლცმა. 

New York Times: რუსეთმა სირიიდან ჯარები უკრაინაში გადაისროლა, რამაც შესაძლოა „ძალთა ბალანსის ცვლილებები გამოიწვიოს“

ოფიციალური პირების განცხადებით, მოსკოვმა სირიიდან საჰაერო თავდაცვის ძირითადი სისტემა და ზოგიერთი ჯარი უკრაინაში ომის გასაძლიერებლად გაიყვანა, რამაც შესაძლოა შეცვალოს ისრაელის გათვლები, სირიის დარტყმის ან უკრაინის შეიარაღების შესახებ. 

კადიროვი ამტკიცებს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილები ფრონტის ხაზზე გაგზავნა: „როგორც ჩეჩენ ჯარისკაცებს შეეფერებათ, ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ“

„ახმათი, ელი და ადამი ფრონტის ხაზს ეწვივნენ, სადაც ამჟამად უკრაინელ ნაციონალისტებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.“ – ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი და ვიდეოს აქვეყნებს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველი: უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თითქმის 40% სერიოზულად დაზიანებულია

დღეიდან უკრაინის მოქალაქეები ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ სასოწარკვეთის ტაქტიკაა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ შემოღების შესახებ.

ვიდეო: “ქართველები თავისას აკეთებენ…მე ომს ნოემბრის ბოლოს, უკრაინის წარმატებით ვამთავრებ” – ვანო ნადირაძე

"128-ე ბრიგადაში ქართველების დიდი ნაკადია და წარმატებით იბრძვიან. ხერსონში არიან. 57-ე არმიაში ასევე არიან ქართველები და აქაც წარმატებით მიიწევენ წინ. ქართველები თავისას აკეთებენ. მე ვამთავრებ ომს ნოემბრის ბოლოს, უკრაინის წარმატებით", - საუბრობს ვანო ნადირაძე.

გერმანიის პრეზიდენტი “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე” კიევში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

უკრაინის დედაქალაქში შტაინმაიერს ვიზიტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების უწყებებმა გადააფიქრებინეს.

უკრაინის საგარეო უწყება: მასიური რუსული პროპაგანდაც კი ვერ შეძლებს, დაფაროს რუსეთის ჩაფლავება უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებისას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობის გამოცხადებას ეხმაურება.

რადას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე – ყირიმის დაბრუნება მიღწევადი მიზანია 2023 წლისთვის

ჰანა ჰოპკო ამბობს, რომ სჯერა, რომ უკრაინა 21-ე საუკუნეში მოახერხებს რუსეთის ფედერაციის დეიმპერიალიზაცია