LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

„ამ ეტაპზე, ბრძოლის ველზე მიმდინარე პროცესები უფრო გადამწყვეტია, ვიდრე პუტინის მიერ გამოცხადებული არაფრის მთქმელი განცხადება“ – ზურაბ ბატიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოლქებში „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადებაზე

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება რეალურად არაფერს ცვლის.

„აზრის თავისუფლებისთვის“ – ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადასცა

როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, პრემია ენიჭება უკრაინის მამაც ხალხს, პრეზიდენტს, არჩეულ ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ისრაელი უკრაინას იარაღს არ გაუგზავნის, თუმცა ადრეული გაფრთხილების თავდაცვის სისტემების განვითარებაში დაეხმარება – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

უკრაინულმა მხარემ ისრაელს 18 ოქტომბერს მიმართა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა სთხოვა.

პუტინმა ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

კრემლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალურმა კიევმა უარი განაცხადა ეღიარებინა აღნიშნული რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი. 

უკრაინა გაეროს ექსპერტებს იწვევს უპილოტო საფრენი აპარატების გამოსაკვლევად

ირანის მიერ რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხს აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დააყენებენ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რომელიც დღეს, 19 ოქტომბერს გაიმართება.

“ირანისთვის სამხედრო დახმარების თხოვნა, რუსების მხრიდან გაკოტრების აღიარებაა” – ზელენსკი

"ათწლეულები ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ საკუთარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, შედეგად დახრილი თავებით წავიდნენ თეირანში, რათა საკმაოდ მარტივი დრონები და რაკეტები მიეღოთ" - ზელენსკი

თეთრი სახლი: ირანი რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი იარაღის მიყიდვას განიხილავს – იმ შეჭრის მხარდასაჭერად, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, ეწინააღმდეგებიან

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ისე ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე.

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი გაიტაცეს

„ენერგოატომი“ მოუწოდებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს, რაფაელ გროსს და მსოფლიო საზოგადოებას, ყველაფერი იღონონ გატაცებული თანამშრომლების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად და მათ სამსახურში დასაბრუნებლად.

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ შეტევა, ბრძოლის ველზე რუსეთის მარცხს ნიშნავს

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ყოველდღიურ ანალიზს აქვეყნებს და ამჯერად სრულ ყურადღებას რუსეთის მიერ შორი მანძილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 10 ოქტომბრიდან გახშირებულ დარტყმებს უთმობს.

საჰაერო განგაშის სიგნალი ყველა ოლქში ისმის, ოკუპანტებმა მიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვისა და კიევის მიმართულებით 10 სარაკეტო და 58 ავიაიერიში განახორციელეს – ბოლო ცნობები უკრაინიდან

უკრანასკნელი ცნობებით, მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა. მედიის ცნობით, დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი 06:26 საათიდან გრძელდება.

კანადამ სანქციები დაუწესა კრემლის პროპაგანდისტებს, მათ შორის თინა კანდელაკს

რამდენადაც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები იზრდება, კანადა პროპაგანდის წინააღმდეგ ზომებს იღებს". - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ.

რუსეთში, ქალაქ ეისკში ავიაგამანადგურებელი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ორი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.