ლუკაშენკო მოსახლეობას: გინდათ სიწყნარე და სიმშვიდე იყოს? მაშინ კრიჭა შეკარით და გააკეთეთ რასაც გეუბნებით

36
dada

გინდათ სიწყნარე და სიმშვიდე იყოს? მაშინ კრიჭა შეკარით და გააკეთეთ რასაც გეუბნებით – ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსახლეობას.

ინფორმაციას სახელმწიფო მედია Belta ავრცელებს.

“იცით, მე დავავალე უშიშროების ძალებს და სხვებს, რომ ხალხს აცნობონ, რაც ხდება. ეს ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ყველა ამბობს: “აი, ეს არის პრობლემა, ლუკაშენკოს სურს ხალხის დაშინება”. პირიქით! არ მინდა, რომ შეგეშინდეს. უბრალოდ, მინდა ხალხი იყოს ინფორმირებული ყველაფერზე, რაც ხდება, თითქმის 100%-ით ღიად. შემდეგ კი ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება.

თუ ორ წელიწადში ვერ დარწმუნდნენ [ბელორუსები], რა უნდოდათ და უნდათ ჩვენთან, მაშინ მოისმინონ და მიიღონ გადაწყვეტილება. გსურთ უბედურების გავლა — კი ბატონო. დროშები ხელში და წადით.

გინდათ სიწყნარე და სიმშვიდე იყოს? რომ დილით და საღამოს, თუ თქვენ თუ ვერ მიიღებთ თბილი წყლით შხაპს (თუმცა, ვფიქრობ, ყველას აქვს ასეთი შესაძლებლობა), შვილები მაინც დაბანოთ? სახლში სითბო რომ იყოს, გაზი, ნავთობი და სხვა რამეები იყოს? რომ დილა-საღამოს სასუსნავი იყოს, საჭმელი, რამე ჩასაცმელი — თუ ეს გინდათ (ესეც ვარიანტია), მაშინ კრიჭა შეკარით და წინ, გააკეთეთ რასაც გეუბნებით,” – აღნიშნა ლუკაშენკომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს