LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ზელენსკი: ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევრო უკრაინის მოქალაქეებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება

"მადლობელი ვართ ურსულა ფონ დერ ლაიენის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამო - ევროპაში ჩასული უკრაინელებისთვის ევროკავშირში დაუყოვნებლივი ბინადრობის უფლების მინიჭებისთვის" - წერს ზელენსკი.

უკრაინული მედია: კიევში აფეთქებების ხმა ისმის, ქალაქში გამოცხადებულია განგაში

როგორც უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ შეტევით ოპერაციას ავიაციის გამოყენებით აგრძელებენ და მაღალი სიზუსტის იარაღს იყენებენ.

ჯო ბაიდენი რუსეთის მოსახლეობას: არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომი გსურთ

"იმ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომელთანაც თქვენ იზიარებთ ისტორიასა და კულტურას და გაქვთ ასეთი ღრმა ნათესაური კავშირები" - აღნიშნულია მიმართვაში. 

ევროკავშირმა უკრაინის წევრობაზე განაცხადი საქართველოსა და მოლდოვასგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს: კულება

"რაც უნდა გააკეთოს ვლადიმერ პუტინმა, შეუძლია კიდევ ასობით ბომბი დაგვაყაროს თავზე, ეს არ შეცვლის უკრაინელი ხალხის არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით" - ამბობს დმიტრო კულება.

მადლობელი ვარ ყველა ქალაქის მერის, ვინც დღეს გვეხმარება, მათ შორის თბილისის მერის: ხარკოვის მერი

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში" - განაცხადა იგორ ტერეხოვმა "უკრაინა 24-ის" ეთერში საუბრის დროს.

ზელენსკი: განსაკუთრებით გმირობაა პროტესტი მაშინ, როცა შენი ქალაქი ოკუპირებულია, ახლა დროა! იბრძოლეთ!

"უკრაინის ქალაქების ოკუპაცია დროებითია - ხერსონი, კონოტოპი, მელიტოპოლი - ამ ქალაქების მაცხოვრებლები, ყოველდღიურად, თავიანთი მონდომებითა და ერთიანობით აძევებენ ოკუპანტებს" - ამბობს ზელენსკი.

Anonymous: რუსული FSB-ს ვებგვერდი გათიშულია

შეგახსენებთ, ჰაკერულმა დაჯგუფებამ შეტევა უკვე მიიტანა კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და სხვა უწყებების ვებგვერდებზე. ასევე, პროპაგანდისტული მედიის ვებგვერდებზეც.

მარიუპოლში დაბომბვის შედეგად 18 თვის ბავშვი დაიღუპა

როგორც CNN-ი წერს, ქალაქ მარიუპოლის დაბომბვისას 18 თვის ბიჭი დაშავდა, ის მშობლებმა კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

კადიროვი ზელენსკის: სააკაშვილის გზის არჩევა, გაქცევა, შიშით ჰალსტუხის ღეჭვა გინდა?

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტს ურჩევს, ძალაუფლება ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს გადასცეს.

CNN: ზელენსკიმ აშშ-ს სენატორებს რუსეთში ვიზა და მასტერქარდების გაუქმება სთხოვა

როგორც CNN იუწყება, არაერთი სენატორი, უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, „სლავა უკრაინის“ სკანდირებდა, რამაც ზელენსკის აშკარა აღფრთოვანება გამოიწვია.

რუსეთის საგარეო: საზღვარგარეთ რუსოფობიის უპრეცედენტო დონე ფიქსირდება

უწყების განცხადებით, რუსი სტუდენტების, სპორტსმენების, კულტურული და სახელოვნებო ლიდერების დისკრიმინაციის კამპანია უკვე ღიად აგრესიულია.

ბუჩაში 2 ბავშვი გარდაიცვალა

როგორც Unian წერს, 3 დაჭრილი ბავშვის გადაყვანას გუშინდელი ღამიდან გეგმავდნენ, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ვერ მოახერხეს პაციენტებამდე მისვლა, ვინაიდან რუსები სროლას არ აჩერებდნენ.

თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? – კულება ნავთობკომპანია „შელს“ მიმართავს

მოვუწოდებ მთელ მსოფლიოში ყველა გონიერ ადამიანს, მოითხოვონ ტრანსნაციონალური კომპანიებისგან, შეწყვიტონ ყველანაირი საქმიანი კავშირები რუსეთთან“, – წერს კულება.