LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეცვალოს მიმდინარე ქმედებები, საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე – „ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები

„ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიწვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება“

ვიდეო: „სამი საათის განმავლობაში გარეთ თითქოს ინგრეოდა ყველაფერი, ასეთი შეგრძნება იყო… “ – რა ვითარებაა აშშ-ის ფლორიდის შტატში, რომელსაც ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს, რას წერს ამერიკაში მცხოვრები თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი

კუპრეიშვილი თავის გამომწერებს მთელი ღამის განმავლობაში ქრონოლოგიურად უზიარებდა ინფორმაციას ადგილზე არსებული ვითარების შესახებ.

„ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს (დსთ-ს) ოჯახს დაუბრუნდება… აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება“ – ალექსანდრე ლუკაშენკო

მედიის ცნობით, ლუკაშენკომ მოსკოვში გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ მას „დსთ-ს ოჯახის“ ძველი შემადგენლობით აღდგენა სურს.

„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, „გამჭვირვალობისა“ და „ოჯახურ ღირებულებათა“ კანონის გაწვევა, სააკაშვილის გათავისუფლება“ – კიდევ რა მოთხოვნებია 14 ევროდეპუტატის რეზოლუციის პროექტში

4-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. პროექტის სახელწოდებაა - „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ: მაკრონის განცხადება ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შესახებ სამარცხვინოა

მისი მტკიცებით, ისრაელი გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით ან მის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი ომის გამარჯვების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება.

„ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტითა და ტერიტორიებით რაიმე ვაჭრობის გარეშე“ - აღნიშნავს ზელენსკი.
სერგეი ლავროვი

„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ – ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობაზე

„მინდა დავადასტურო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, ჩვენს ახლო მეგობართან და მოკავშირესთან ურთიერთობების მნიშვნელობა“ - თქვა ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს.

ევროკომისია უნგრეთს სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში უჩივის

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, აღნიშნული კანონი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას.

ისრაელის ქალაქ იაფაში მომხდარ თავდასხმაზე, სადაც 7 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 1 მოქალაქე დაიღუპა პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო

როგორც დაჯგუფებაში აცხადებენ, ორივე ტერორისტი მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, „ჰამასის“ წევრები იყვნენ

ოლაფ შოლცმა ლგბტ თემს მიმართა: „საქართველომ ახლახან მიიღო ანტი-ლგბტქი კანონი, რომელიც არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, მკაფიოდ ვიტყვი, რომ ეს საქართველოს ევროპისგან აშორებს“

„ყველას აქ, გერმანიაში, უნდა შეეძლოს თავისუფლად, შიშის გარეშე და უსაფრთხოდ, სიძულვილის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფისგან დაცული ცხოვრება. სახელმწიფოს მოვალეობაა ამის დაცვა“, - თქვა შოლცმა მისასალმებელ სიტყვაში.

„ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის“ – რა ვითარებაა ისრაელში ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ, რას ამბობს ისრაელის პრემიერი და ირანის პრეზიდენტი – რა გამოხმაურება მოჰყვა იერიშს ისრაელის საერთაშორისო მოკავშირეების მხრიდან

ისრაელის საერთაშორისო მოკავშირეები ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გმობენ.
საქართველოს მოქალაქე დაიჭრა

ისრაელში, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა

ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენებია ჩართული.