გაბოროტებული რუსეთი ეცდება დასაჯოს მშვიდობიანი მოსახლეობა, ორ კვირაზე მეტხანს, რუსეთს უბრალოდ არ ეყოფა იმ რაკეტების რაოდენობა რომელიც საჭიროა ამ ტიპის ომის განხორციელებისთვის, - აცხადებს ანდრო გოცირიძე.
ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ხარკოვის ოლქში სოფელ ჟუკოვსკის ბაზარზე თავდასხმის დროს 16 წლის ბიჭი დაიღუპა.
უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.
"გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ასევე მტკიცედ აღნიშნავენ, რომ კრიზისი, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს".