LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნები შესაძლოა დღეს გაიხსნას

ამის შესახებ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სახალხო მილიციის წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა განაცხადა

ბორის ჯონსონმა წარმოადგინა ექვსპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელსაც პარტნიორებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით შესთავაზებს

"პუტინი უნდა დამარცხდეს, ეს უნდა იყოს მისი აგრესიის მარცხი"

არ გვაქვს ელექტროენერგია, არ გვაქვს წყალი, დაღუპულების გამოყვანას ვერ ვახერხებთ, სიტუაცია ძალიან რთულია: მარიუპოლის მერი

"ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ უკრაინელების გადარჩენა უკრაინისგან, მაგრამ თვითონ კლავენ. ახლა მთავარი ამოცანა მარიუპოლში ნებისმიერ ფასად ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა" - აცხადებს ვადიმ ბოიჩენკო.

“მტერი განადგურდა!” – უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ მიმავალი რუსული ძალები მოიგერიეს

"კოლონები უკრაინის შეიარაღებული ძალების სიჩესლავის 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადამ შეაჩერა".

უსაფრთხოების სფეროში დახმარება, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – ბაიდენსა და ზელენსკის შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა

ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აძლიერებს დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში და ასევე გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული სიტუაციის გამო.

CNN: ბორის ჯონსონი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას წარადგენს

მედიასაშუალების ინფორმაციით, ბორის ჯონსონი კოლეგებს შესთავაზებს, რომ გაერთიანდნენ მისი გეგმის მიხედვით, რომელიც უზრუნველყოფს "პუტინის მარცხს".

რას კარგავენ რუსი ოლიგარქები – იტალიის პოლიციამ პუტინთან დაახლოებულ 5 პირს 150 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა

მათი ძვირადღირებული ქონება იტალიის სხვადასხვა პრესტიჟულ რაიონში იყო დაყადაღებული, მათ შორის კუნძულ სარდინიაზე, კომოს ტბასთან და ტოსკანაში, ორი მეგაიახტა კი ჩრდილოეთის პორტებში დააკავეს.

ვიდეო: ომის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია

"მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink-ის სისტემების კიდევ ერთ პარტიას განადგურებული ქალაქებისთვის. ასევე ვისაუბრეთ შესაძლო კოსმოსურ პროექტებზე და უკრაინაში ვიზიტზე" - წერს ზელენსკი.

ზელენსკი: ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევრო უკრაინის მოქალაქეებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფაში დაეხმარება

"მადლობელი ვართ ურსულა ფონ დერ ლაიენის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამო - ევროპაში ჩასული უკრაინელებისთვის ევროკავშირში დაუყოვნებლივი ბინადრობის უფლების მინიჭებისთვის" - წერს ზელენსკი.