როგორც უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რუსი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ შეტევით ოპერაციას ავიაციის გამოყენებით აგრძელებენ და მაღალი სიზუსტის იარაღს იყენებენ.
"რაც უნდა გააკეთოს ვლადიმერ პუტინმა, შეუძლია კიდევ ასობით ბომბი დაგვაყაროს თავზე, ეს არ შეცვლის უკრაინელი ხალხის არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით" - ამბობს დმიტრო კულება.
"მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში" - განაცხადა იგორ ტერეხოვმა "უკრაინა 24-ის" ეთერში საუბრის დროს.
"უკრაინის ქალაქების ოკუპაცია დროებითია - ხერსონი, კონოტოპი, მელიტოპოლი - ამ ქალაქების მაცხოვრებლები, ყოველდღიურად, თავიანთი მონდომებითა და ერთიანობით აძევებენ ოკუპანტებს" - ამბობს ზელენსკი.
შეგახსენებთ, ჰაკერულმა დაჯგუფებამ შეტევა უკვე მიიტანა კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და სხვა უწყებების ვებგვერდებზე. ასევე, პროპაგანდისტული მედიის ვებგვერდებზეც.
ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე ყოველდღე, უკრაინის დროით დილის 08:00-დან 09:00 საათამდე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.