საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ხაზგასმით განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა და იქ საომარი მოქმედებების წარმოება, სრულიად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„გაძლიერებულია სამხრეთ ოსეთი - საქართველოს საზღვრის დაცვის რეჟიმი. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ღონისძიებებია მიღებული ქართული მხარის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ე.წ. უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
„ახლახან ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის და შევაქე ის უკრაინის ხალხისა და შეიარაღებული ძალების სიმამაცისთვის“, – წერს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.