LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

რუსეთის დუმაში საქართველოს ხელისუფლება „პრაგმატიზმისთვის“ შეაქეს

Gazeta.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში დუმის წარმომადგენელი, ზატულინი საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის გამო, გადაწყვეტილებას უწონებს.

ნიკა მელია: ღარიბაშვილი დადგა ლუკაშენკოსთან, კადიროვთან და პუტინთან – მან ევროკავშირის კარი დახურა

„მაშინ, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინას უჭერს მხარს, საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო პოზიციები არის მოღალატეობრივი.“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

კუნძულ ზმეინზე სამხედროები ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს, ცოცხლები არიან – უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კუნძულ ზმეინის მცველი უკრაინელი მესაზღვრეები ცოცხლები, რუსეთის ტყვეობაში არიან.

ჩვენ ვქმნით საერთაშორისო ლეგიონს – ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურს შემოგვიერთდეს: უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ანა მალარის განცხადებით, უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონი იქმნება.

ზელენსკი: რუსეთმა თავისი თავი გამოამჟღავნა, თუ როგორი გახდა ის – 4 დღე-ღამეში, რუსული დაბომბვების შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა და 45 დაშავდა

რუსეთს არ სჯეროდა ასეთი სოლიდარობისა და მძლავრი რეაქციის, მაგრამ უკრაინელებმა შეცვალეს ეს ვითარება, - განაცხადა ზელენსკიმ.

ფოტო, ვიდეო: უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

შეხვედრა ბელარუსის წარმომადგენელმა გახსნა. ის მიესალმა დელეგაციებს და თქვა, რომ მათ შეუძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

ზახაროვას განცხადებით, სანქციების გამო ლავროვი ჟენევაში გაეროს შეხვედრაზე ვერ მიდის

„გაერო რუსეთის დელეგაციებს, ჟენევაში განიარაღების კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომას ვერ უზრუნველყოფს“, - თქვა მარია ზახაროვამ.

საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება ბიუჯეტიდან დაფინანსდება

„ასევე სახელმწიფო იზრუნებს იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და დაბრუნების საშუალება არ გააჩნიათ"

წარმოშობით ებრაელი, ჰოლოკოსტის დროს დაღუპული წინაპრები და მშობლები, რომლებიც დღემდე ღარიბულად ცხოვრობენ – უცნობი ამბები პრეზიდენტ ზელენსკიზე

ზელენკის ერთ-ერთ მთავარი დაპირება იყო რომ ის პრეზიდენტის თანამდებობას მხოლოდ ერთი ვადით დაიკავებს.

წულუკიანი: გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული

„რა თქმა უნდა, პრემიერის მოსაზრებებს უკრაინასთან დაკავშირებით ვიზიარებ“, – ამ განცხადებით უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტის მიერ შესაბამის კითხვას

წულუკიანი ჟურნალისტს: “რას ნიშნავს ც?… მე არ ვარ – ც… პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს…”

ის მასშტაბი ომის, რაც გაიშალა, სამწუხაროდ, ჩვენს კონტინენტზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა შეეძლოს იმ სანქციებს რომელიც ამუშავდა, - თქვა კულტურის მინისტრმა.

ზელენსკი: საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან და ომის ყველაზე ცხელ წერტილებში დანაშაულის ანაზღაურებას შეძლებენ

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ეს გადაწყვეტილება  არ იყო ადვილი მორალური თვალსაზრისით, მაგრამ სასარგებლო ქვეყნის თავდაცვის თვალსაზრისით.