LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას არ გეგმავს

103
20220227134748

საქართველო რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას არ აპირებს. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით ქვეყანა სიფრთხილეს იჩენს.

„ჩვენ ამ სიტუაციას ვაკვირდებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა. ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს გავლით ტრანზიტზე. როდესაც დაკეტილია მთლიანად ევროპის მიმართულება, საქართველოს გავლით ფრენა შესაძლოა იყოს ერთადერთი გზა რუსეთთან კავშირისა. ჰუმანიტარულ ნაწილში ვამბობ. იგივე მოსახლეობის კუთხით. 1 მლნ-მდე ადამიანი, ანუ საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, სწორედ ამ გზას იყენებს საქართველოში შემოსაღწევად. ამიტომ, ამ საკითხში ჩვენ საკმაოდ ფრთხილი ვართ და მათ შორის, რეგიონის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან გარკვეული კონსულტაციების შემდეგ ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები