„რაღაც ძალიან ცუდად ახსენებთ ამ „ც“-ს. რას ნიშნავს მეც?! მე ვარ ამ მთავრობის წევრი. მე ვარ ამ პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში ვიცეპრემიერი და რა თქმა უნდა, მე არ ვარ „ც“, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის შეკითხვას, ისიც იმავეს ფიქრობდა, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანუ იზიარებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის შეხედულებებს რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით.
მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ ის მასშტაბი ომის, რაც გაიშალა, სამწუხაროდ, ჩვენს კონტინენტზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკრაინაში, ამის გაჩერება საეჭვოა შეეძლოს იმ სანქციებს რომელიც ამუშავდა. საეჭვოა. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს…“, – განაცხადა წულუკიანმა.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში
