LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზახაროვას განცხადებით, სანქციების გამო ლავროვი ჟენევაში გაეროს შეხვედრაზე ვერ მიდის

69
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, იმის გამო, რომ ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დააკისრა და საჰაერო სივრცე დაუკეტა, სერგეი ლავროვი ჟენევაში გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას სავარაუდოდ ვერ მიიღებს.

მარია ზახაროვამ ტელეკომპანია „Россия 1“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერო ვერ უმასპინძლებს რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით, რის გამოც მან გაერო გააკრიტიკა.

„გაერო რუსეთის დელეგაციებს, ჟენევაში განიარაღების კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომას ვერ უზრუნველყოფს“, – თქვა მარია ზახაროვამ.

მან ასევე დასძინა, რომ ეს იყო გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პასუხი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის თქმით, რუსულ დელეგაციას იქ უმნიშვნელო შეხვედრებში არ უნდა მიეღო მონაწილეობა, საუბარია სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავებაზე, როგორიცაა განიარაღება და ადამიანის უფლებები.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g