„რა თქმა უნდა, პრემიერის მოსაზრებებს უკრაინასთან დაკავშირებით ვიზიარებ“, – ამ განცხადებით უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტის მიერ შესაბამის კითხვას და იქვე ჰკითხა, თავად სად ცხოვრობდა.
„ქალბატონი ნინო ამბობს, რომ ცხოვრობს საქართველოში. ახლა გავიხსენოთ სად არის საქართველო და სად ვცხოვრობთ ჩვენ ყველანი – ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპირებულ საქართველოში, დღეს უკრაინას სჭირს ის, რაც ჩვენ უკვე დაგვემართა არაერთი წლის წინ.
წულუკიანი ჟურნალისტს: “რას ნიშნავს ც?… მე არ ვარ – ც… პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს…”
თქვენ გახსოვთ 2008 წლის ომი, როდესაც თქვენი ბელადი ძირს ფორთხავდა, გარბოდა და მე მესმის, რომ თქვენ ეს აღარ მოგწონთ, მოგბეზრდათ და თავს აქიცინებთ, მაგრამ ისე იქცევით, რომ ამის შეხსენება ყოველდღიურად არის საჭირო.
ამის საპირისპიროდ დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს მართოს ის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული. დღეს ევროპაში ომია, ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და ჩვენ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში, გამომდინარეობს თქვენი და თქვენი ოჯახის ინტერესიდან, ჩვენი ხალხის ინტერესიდან და იმ მომავალი თაობის ინტერესიდან რომელმაც, უნდა გააგრძელოს ამ ქვეყანაში ცხოვრება.
ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ნგრევა, სისხლი და ახლა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც არ უნდა მოგწონდეთ, ამ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და ომი.“ – უპასუხა ჟურნალისტს მინისტრმა.
მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა
პრემიერი: რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, მათი მიზანია 2008 წლის უბედურება განმეორდეს
