LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, მათი მიზანია 2008 წლის უბედურება განმეორდეს

78
ირაკლი ღარიბაშვილი

„დესტრუქციულ და მარგინალურ ოპოზიციას უნდა 2008 წლის ომი განმეორდეს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ საქართველო შესაძლებლობის ფარგლებში, უკრაინის მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებს.

ღარიბაშვილი სოლიდარობის აქციებზე: ხალხი იღუპება, იბომბება მთელი უკრაინა - აქ, მართავენ კონცერტებს

„ეს მაგონებს 2008 წლის შემდეგ, როდესაც თბილისში გამოიყვანეს ხალხი და მიშა, მიშა აძახებინეს“. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ ე.წ. მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და რა თქმა უნდა, მათ შეცდომაში შეყვანას.

„ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური, თუ სხვა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარიათ, უნდა ითქვას პირდაპირ, უკრაინაში ომი, და რომ იტყვიან, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას ხედავენ, საკუთარ ინტერესს ეძებენ. უნდა ითქვას პირდაპირ ასევე, მე არ მოვერიდები, რომ რა თქმა უნდა, მათი მიზანია განმეორდეს ის უბედურება რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, კარგად ახსოვთ როგორ მოიქცა მაშინდელი მთავარსარდალი და მთელ ერს აჩვენა მხდალი სახე – „მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g