„ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას“ - ამის შესახებ განცხადებას, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.
აღნიშნულით ღუდუშაური, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება „ბატონი იმიტომ“, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ ჰგონია, რომ 9 პარტიის წარმომადგენლობა რომ არის ცესკოში და დამოუკიდებლები რომ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეული, იქ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილება“ - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.
„საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას“ - აღნიშნული განცხადება, უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
„უნდა ითქვას, რომ ამ პარლამენტის მიერ რაიმე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება იმთავითვე არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარჩენილია რამდენიმე თვე.“
მეგრელიშვილი ასევე დაინტერესდა, როგორ აპირებს სახელმწიფო ამ კანონპროექტის ფარგლებში იმის შემოწმება/გადამოწმებას, შვილად აყვანის მსურველს აქვს თუ არა არატრადიციული სექსუალური გემოვნება.
„ამერიკის ელჩი რამდენიმე თვე თავს იკავებდა და ჩვენც ამ პარტნიორულ ურთიერთობებს მივყვებოდით, მაგრამ ამერიკის ელჩმა, პრაქტიკულად, ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა.“
„ზუსტად იმ სახის ცვლილებებს აპირებენ, რაც განახორციელა პუტინმა სხვადასხვა კანონში. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ იმეორებს პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს, მათ შორის, იგივე თუნდაც, „აგენტების რუსული კანონის“ სახით“ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ოპოზიცია არ ესწრება საკომიტეტო განხილვას, რითაც ჩვენი საზოგადოების წინაშე აფიქსირებს პოზიციას, რომ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობის მიღებას“ - ამის შესახებ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, სადაც ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს.
„რატომ ფიქრობთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება აშშ - ს და ევროკავშირს სიკეთეს მოუტანს, ხოლო ჩვენთვის სახიფათოა? საქმე ისაა, რომ დიდი ხანია თქვენ ჩვენს ქვეყანას უყურებთ როგორც არშემდგარ სახელმწიფოს, ხოლო ქართველ ხალხზე გაქვთ მცდარი წარმოდგენა, თითქოს მას კარგის და ავის გარჩევა არ შეუძლია, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ არის“- ამის შესახებ ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„მე და ჩემ კოლეგებს საკმაოდ რთულ და დაძაბულ პირობებში გვიწევს ჩვენი ფუნქციის შესრულება. უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც კანონმდებელს კანონის მიღების გამო პრობლემებს უქმნიან და მითუმეტეს ბულინგის მსხვერპლი ხდება“ - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს სახალხო დამცველმა წლიური ანგარიში წარადგინა.