LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარლამენტის წევრები ახალისებენ, ამართლებენ ძალადობას, ეს არის რუსული სტილის პოლიტიკა

მისივე თქმით, „არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება“.
სალომე ზურაბიშვილი

„თქვენი უფლებები შეიზღუდა იმის გამო, რომ მიღებულ იქნა რუსული კანონი“ – სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს

მისი თქმით, ორგანიზაციები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ მეტი ინკლუზიურობა და მეტი სერვისი გამხდარიყო ხელმისაწვდომი, ახლა არ იციან რა ბედი ელით ხვალ.

გია ვოლსკი: „არავის ეგონოს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რაღაცით უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოლოგიური შეტევა, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად უფრო სერიოზულად დაანგრიოს, ვიდრე ფიზიკურმა ძალადობამ“

„განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ვიღაც თავდამსხმელი ცნობილია, არის უსაფუძვლო იმ შემთხვევაში, თუკი ამას ვერ ამტკიცებენ“.

ბექა ოდიშარია: „არასერიოზული კაცის არც ვეტო მაინტერესებს და არც მოსაზრება – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, ნუ მობრძანდება პარლამენტში და „მეილით“ გამოგვიგზავნოს – „იმიტომ“, კომიკური არსებაა“

„არც მოხსენებას მოვუსმენ ალბათ თუ კიდევ ასეთი ბრიყვული პოზიციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში”. - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პაატა მანჯგალაძე: „იფიქრეს, იფიქრეს, რუსეთზე ვერაფერი თქვეს, იმიტომ, რომ თვითონ არიან რუსები და თქვეს, რომ 30 ათასი კმ-ით საქართველოსგან დაშორებული ამერიკა ყოფილა მტერი – „ქართული ოცნება“ კომუნისტურ საბჭოთა პათოსს დაემსგავსა“

„მეტი რუსობა რა გინდათ, ლოთი დიმიტრი მედვედევიც კი აღაფრთოვანა თქვენმა კანონმა, მედვედევი საქციელს გიწონებთ და ნეოკოლონიალიზმზე და აშშ-ზე ერთნაირად საუბრობთ.“

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა – რას ამბობს ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ უშიშროების სამსახურის „მტკიცებულებების“ საფუძველზე, „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარა „გასამხედროებული ფორმირება ქართული ნაციონალური ლეგიონი“

იაგო ხვიჩია: „როცა მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“

ხვიჩიას თქმით, როდესაც ხელისუფლება არ მიდის კონსენსუსზე, მოლაპარაკებაზე და უპირატესობას ძალადობას ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვეღარ მართავს და ყველაფრის დაქვემდებარებას უკვე ძალის გამოყენებით ცდილობს.

„რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული… პრეზიდენტი ოპოზიციაშია გადასული“ – ირაკლი ქადაგიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე

„რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, რადგან კანონი როცა მივიღეთ, გააზრებული გვქონდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო“ - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მარია ზახაროვა

მარია ზახაროვა: „ერთ შემთხვევაში, აშშ აქტიურად უჭერს მხარს არეულობას საქართველოში, მაგრამ არ გმობს სომხეთის ხელისუფლებას აქციების ჩახშობისთვის“

„წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის“ მკაფიო ილუსტრაცია, სადაც აშშ ხელის ქნევით, მომენტიდან გამომდინარე, ნებისმიერ „წესს“ საკუთარი ინტერესების შესაბამისად ცვლის“.

„შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, „პატენტი“, „ფეიკ“ დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი – 100 დოლარიანი პიროვნება“ – რას ჰყვება ბექა ოდიშარია მარკეტში მომხდარ ინციდენტზე

დეპუტატი ჰყვება, რომ გუშინ, გვიან ღამით, კრწანისის რაიონის ერთ-ერთ სუპერმარკეტში სამოქალაქო აქტივისტმა, მას რუსული კანონის ხელმომწერი უწოდა.

„ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა“ – რობინ დანიგანი

„გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა გავიმეორო აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ არ ემხრობიან, მაშინ ისეთ მწარე ალიყურს მიიღებენ თავიანთი დონორებისგან, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ“ – ოდიშარია ოპოზიციაზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე

„ნისლით ცდილობენ შებურონ ადამიანები, რომლებიც მსუყედ იკვებებიან გრანტებით, ლგბტ პროპაგანდის პედალირებით. რა თქმა უნდა, მათ პასუხი არ აქვთ ქართველი ხალხის წინაშე, ისინი საკმაოდ მხდალები არიან ამისთვის, რომ თქვან - დიახ, ვემხრობი“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

პრეზიდენტმა ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკო-ს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე მცირდება.

მიხეილ სააკაშვილი – პრეზიდენტმა განაცხადა, თურმე ჩემს დროს არჩევნებზე კარუსელები ტრიალებდა და თვითონ იყო ამის მომსწრე, ქალბატონმა სალომემ თუ დაინახა მასობრივი დარღვევები 2018 წელს, როცა ის აირჩიეს?

როგორც სააკაშვილმა დაწერა, ის აღნიშნულის თაობაზე ნიშნის მოგებით არ საუბრობს, თუმცა, „არაფრის გატარებას არ აპირებს“.

განათლების მინისტრი: „ახალი არაა რა ზეწოლა ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე – დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს“

„ერთ-ერთი ტელეარხი არაფრიდან გამოწოვილ სიუჟეტებს აკეთებდა, რომ მინისტრს ახლა გაუშვებენ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ იმიტომ, რომ სტუდენტების ნაკადები ვერ მართაო.“