„რუსულმა კანონმა“ ლარის კურსზე მძიმედ იმოქმედა და მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს ბოლო ერთ თვეში, 168 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია - მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ცდილობს, დემაგოგიური განცხადებებით გადაეფაროს მთავრობას და ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოთხოვნის ზრდით ახსნას“ - აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
„ხაზგასასმელია, რომ სუს-ის მიერ კორუფციის პრევენციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა.“
„საანგარიშო პერიოდში სუს-ი განაგრძობდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, რადგან ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესის სფეროში კვლავ შედიოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების საქმიანობა“ – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
„ეს წიგნი V-VII საუკუნეებშია შექმნილი და 21-ე საუკუნის არჩევნების წელი დასჭირდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. წიგნის ყიდვა გინდოდეს და „კრისტის“ აუქციონის გარეშეც იშოვი“.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.
„ადამიანები, ვინც სისხლიანი ხელებით მოვიდნენ, დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, რასაკვირველია, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება და აქედან გამომდინარე, ახალი ლიდერი შეარჩიეს.“
„მან გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც კომენტარებიც საჯარო სივრცეში გაკეთდა მისი მხრიდან. შესაბამისად, რაიმე ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების მიერ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, მოპოვებული არ არის“ - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ, განსაკუთრებით ისეთი მართლმსაჯულების პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მისი განცხადება ასეთია – სადმე მაინც დამტოვეთ, უმუშევარს ნუ დამტოვებთო. მას საქართველო არ უყვარს, სჯობს, სულელურ განცხადებებს თავი დაანებოს და ვადის ამოწურვას დაელოდოს“.
„ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, როგორც ამ ხალხს სჩვევია, აეროპორტში სკანდალის მოწყობა სცადა და „გამჭვირვალობის კანონის” მხარდაჭერის გამო, შეურაცხყოფა მომაყენა“.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად“ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა.