LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი

„მეგრულად „რატომ“? არის მუშენ? „იმიტომ“ – თიშენ.. ჰოდა, გამიჩნდა იდეა, შევქმნათ ახალი სამართლებრივი მიმდინარეობა და თეორია, რომელსაც მუშენ-თიშენის თეორია ვუწოდოთ“ – „ოცნების“ დეპუტატი

ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! დღეს თქვენი განაჩენით საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი… იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება“ – ეკა ხერხეულიძე „ქართულ ოცნებას“

„ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! - იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბეჟან წაქაძე: „სუვერენიტეტს რუსეთი რატომ გვართმევს? სად ერევა რუსეთი? გვართმევს ის ადამიანი, ვინც ერევა ჩვენს საქმეში და ვინ ერევა, ხედავთ“

„ან უნდა იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ან რაღაც ფოჩიანი კანფეტები“.

„ყველაზე მეტად, ვინც უნდა ინერვიულოს მიშა სააკაშვილია, რომელსაც თურმე ამდენი ხანი იმიტომ კი არ იწყალებდით, ქალბატონო სალომე, რატომაც ჩვენ და საზოგადოებას გვეგონა, არამედ უბრალოდ მისი ადგილის დაკავება გსურდათ“ – ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს

„ახლა კი რას გვეუბნება ნეოსააკაშვილის, იგივე სალომე ზურაბიშვილის დაანონსებული ომის ქარტია, რომ ექნებათ: ერთობა, ერთიანობის გარეშე; ევროპული მიზნები – გამჭვირვალობის გარეშე; არჩევნებში გამარჯვება – გამარჯვების გარეშე; – რადგან გაუგებარია ამ გეგმით როგორ იმარჯვებენ, არც ერთ კვლევაში 30%-ზე მეტი რეიტინგი არ აქვს ჯამურად გაერთიანებულ ნაც კასტას“- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯოზეფ ბორელი: „ოქტომბრის არჩევნები EU-ში მომავლის მიმართ საქართველოს ერთგულების ტესტი იქნება“

„თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ.“

პაატა მანჯგალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ ჩამოიხსნა ნიღაბი და თქვა: „დიახ, მზად ვართ 30 ვერცხლად გავყიდოთ ქვეყანა“ – ახლაც არ ველოდები განსხვავებულ ქცევას“

„განსხვავებულ ქცევას და პოლიტიკურ პრაგმატიზმს უნდა ველოდოთ თავისუფალი ადამიანებისგან, „ქართულ ოცნებაში“ თავისუფალი აზრის ქონა ითვლება დანაშაულად.“

„ფაქტობრივად ნეომიშისტური მიმდინარეობა დააანონსა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა“ – ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე

„სალომე ზურაბიშვილის, რომელიც უკვე ყოველდღიურ რეჟიმში არის გასული თავისი საკონსტიტუციო ჩარჩოდან, იმ გადაწყვეტილებით, რომ ხელმძღვანელობს ოპოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს აი ამ მიმდინარეობას“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.
იაგო ხვიჩია

„აზრზე მომსვლელი აქამდე მოვიდოდა აზრზე – მცირე შანსს ვტოვებ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს გონება გაუნათდეთ – მოლოდინი მაქვს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, პარლამენტიდან ღალატის ხმები გამოდიოდეს“ – იაგო ხვიჩია

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.

„რა თქმა უნდა, ვეტო დაძლეული იქნება, კანონი შევა ძალაში“ – დავით მათიკაშვილი

„რა თქმა უნდა, იქნება ამ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლეული, კანონი შევა ძალაში“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

„თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ, სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი… გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ“ – ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა

„როგორც ჩანს ეს დღე გარდაუვალად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში“ - ასე ეხმაურება „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დღეს, საკანონმდებლო ორგანოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას.

„შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირია!“ – მაიკლ როთი უმრავლესობას

„ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე“ - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ზატულინი პრემიერის განცხადებაზე: არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ირაკლი კობახიძეს სურს თავი გამოაცხადოს პოლიტიკოსად, რომელიც ოპოზიციას არაფერს დაუთმობს“

სალომე ზურაბიშვილი: „ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს წარვუდგენ ქართულ ქარტიას და ახალ პოლიტიკურ მოდელს, რათა აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“

„მჯერა, რომ ქართველი ხალხი მზადაა, გადადგას ახალი ნაბიჯი და დაჩქარებული ტემპით შევიდეს ევროპაში“

ჯოზეფ ბორელი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ – გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ

დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

მიხეილ სააკაშვილი: მივესალმები სალომე ზურაბიშვილის დროულ ინიციატივას, ისევე როგორც, ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს

სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა.