LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმე ფიქრობს დედამიწაზე, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანებისთვის ერთადერთი საკითხი კანონის მიღება-არ მიღებაა, ან მიამიტია, ან განზრახ მავნებლობს – ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ უკვე 16 წელია

„ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას ვუსწრებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით.“

შალვა პაპუაშვილი: „ვნახეთ ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში – შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია“

„ასეც დააანონსეს კიდევაც. დააანონსეს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რეპრესიები და ეს რეპრესიები დაანონსდა „ნაცმოძრაობის“ სტილში“.

სოსო ფხაკაძე „ოცნებას“ მოუწოდებს, არ დაძლიოს ვეტო ან კანონის ამოქმედება მომდევნო წლამდე გადადოს: „იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება“

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე ოფცია ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი.“

„ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“ – კახა კალაძე პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებაზე

„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ღირებულებითი ერთობა არის ის, რამაც უნდა დაასრულოს, ეს მანკიერი წრე, რომელშიც ქვეყანა 20 წელია მოძრაობს“ – კუპრაძის განცხადებით, „ლელო“ პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქარტიას უერთდება

„თუ სადმე საჭიროა მეტი სიცხადე და დაზუსტება, რათა პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში სრულად მოექცეს, სწორედ ახლაა დრო, ეს მოხდეს“.
კალაძე კამალა ჰარისი

კახა კალაძე კამალა ჰარისის წერილზე: „ჩვენც შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სიცრუის კამპანია მიმდინარეობს“

„ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებსა და მომავალს“

„თეორიულად რომც მოხდეს გარკვეული ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს არის ინდივიდუალური „ქეისი“… ნუ გადააბამენ სანქცირების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სექტორს არტყამს. ეს არის სპეკულაცია“ – ნათია თურნავა აშშ-დან მოსალოდნელ სანქციებზე

„არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება... სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა გააკეთა.
ნიკა მელია

ნიკა მელია: „სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე და იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად“

„იქნება კოალიციური მთავრობა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური კონსენსუსისა და თანხმობის გზით. ამ ყველაფერში კი პრეზიდენტის როლი, იქნება გადამწყვეტი“.

„ამ ვითარებაში პრეზიდენტის ინიციატივა დროული და მისაღებია“ – ბაჩუკი ქარდავა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მისი პარტია პარტია უერთდება და ხელს აწერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“.

„ქართველებს 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ.. არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას“ – სერგეი შამბა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას

ალეკო ელისაშვილი: „პარტია „მოქალაქეები“ ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქალაქო გეგმას „ქართულ ქარტიას“

„„ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ინტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ძირეული რეფორმების განხორციელება.“

„ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგე არის უმრავლესობა, ნამდვილად ძალიან შორს ვარ ამ აზრისგან, ისევე როგორც თურმე ვაკეში საბადურის ტყე გაშენდა და სანაპიროზე მტკვარი ორად გაიყო ან კიდევ სტიქაროსნები აქციას ატარებდნენ, ასეთივე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უმრავლესობას არ უნდა ეს კანონი“ – ირმა ზავრადაშვილი

„ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგე არის უმრავლესობა, ისევე როგორც, თურმე ვაკეში საბადურის ტყე გაშენდა და სანაპიროზე მტკვარი ორად გაიყო, ან კიდევ სტიქაროსნები აქციას ატარებდნენ“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კამილა ჰარისის წერილი სალომე ზურაბიშვილის

„ჯო ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.. კანონპროექტის მიღებამ შეიძლება აშშ-სა და ევროპასთან საქართველოს ურთიერთობას ძირი გამოუთხაროს“ – აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის წერილი სალომე ზურაბიშვილს

„შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“, - აღნიშნავს კამალა ჰარისი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

მამუკა მდინარაძე: „გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია“

მდინარაძის სიტყვებით, პრეზიდენტის წარდგენილ „ლოკალურ ომის ქარტიას“, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა „ნაცებს“ უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს“.