LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება… ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“ – იაგო ხვიჩია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

„ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, გახდეს ეს დოკუმენტი უკეთესი. თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება შესაბამისობაში სხვების მოსაზრებებთან ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, არც ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“ - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.

„[კანდიდატის სტატუსი] შეიძლება შეჩერდეს“ – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონის საბოლოო ვერსია მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას“ - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩარკვიანი უმრავლესობას: „ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა – შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ!“

„მიმაჩნია, რომ ხვალ თუ თქვენ მოიქცევით გონივრულად, დათმობა არ იქნება უკან დახევა, ეს იქნება თქვენი ხალხის ინტერესის გათვალისწინება“. - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს… რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაციაა საჭირო“ – „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

„ჩვენ რაც მოვისმინეთ, ამ დოკუმენტში რეფორმების გეგმაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმების გეგმა სწორია და ამ რეფორმების განხორციელებას მხარს დავუჭერთ“ - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? გეკითხები, ბლიც-კითხვა, მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“- ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს

„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ გვეუბნებოდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეო?“ - ასე მიმართა, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ.

„აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის“ – ჯოზეფ ბორელი

„აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის“- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„თქვით, რომ დღევანდელი დღე მძიმეა, ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული, ჩემი აზრით, წაკითხვაც გაგიჭირდათ“ – ღუდუშაური პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

„ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“ – ნინო წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

„თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში" და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“ - ასე მიმართა მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს განიხილავენ.

„მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს“ – სახალხო დამცველი უმრავლესობას

„მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს დაწესებული საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ეს მიზანი არის ლეგიტიმური, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას“ - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

„ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროსოს მომავალ პარლამენტში"

კახა კალაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე: „სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე მოვისმინეთ“

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას აფასებს და სამარცხვინოს უწოდებს.

პრეზიდენტი: გამოსავლის გზა გადის იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ქვეყნის „განსაბჭოებას“, უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც შავბნელ წარსულს ახასიათებდა – ჩვენი დღევანდელი ამოცანაა, გზა გავუხსნათ გათავისუფლებულ მომავალს

„წარსული წარსულს უნდა ჩავაბაროთ.“

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქართული ოცნებაა 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში აფხაზ და ოს ძმებსა და დებთან ერთად – ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“

აშშ-ის საელჩო: ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე – აშშ კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – წინ, საქართველო!

„ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.“