როგორც მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ეს კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიის ყველაზე საბაზისო, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დგას“.
„ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიით არის წარმოდგენილი. ესენია: „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“ და „საქართველოს კაპიტალი“. პირველი მაისიდან დღემდე, ორი კვირის განმავლობაში, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, შემცირდა 25 პროცენტით“ - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, არის ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებები და გეგმა, რომელიც გლობალური ომის პარტიის მიერაა შედგენილი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ე.წ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, საპროტესტო აქციების მიზნობრიობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ „რადიკალი აქტივისტების“ არ ეშინია.
„ამ კანონმა ქვეყანაში იმხელა დაპირისპირება და იმხელა პოლარიზაცია გამოიწვია, რომ არსებული ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა“ - ამბობს გიორგი მსხილაძე.
დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ამ პროცესში პოლიტიკოსების როლზე, მათ შორის შეთანხმებაზე სოციალურ ქსელში წერს.