LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას და შეუძლია არ ინერვიულოს – ქუჩაშია უმცირესობა“- მიხეილ ყაველაშვილი

182
მიხეილ ყაველაშვილი

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, არის ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებები და გეგმა, რომელიც „გლობალური ომის პარტიის მიერაა შედგენილი“

,,მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე” – სალომე ზურაბიშვილი

ყაველაშვილის თქმით, ოპოზიციის ნარატივია, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ.

„მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა. მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია… ახლა ის კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას“- შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ლეგიტიმურ წარმომადგენლად – სალომე ზურაბიშვილი რჩება, „შესაბამისად, რა თქმა უნდა, მის გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება”:

გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტის განცხადება, რომ არაფერს დაწერს და ვეტოს ისე წარმოადგენს, ღალატთან ერთად, ადასტურებს მის უვიცობას, კონსტიტუციაც არ წაუკითხავს, რისი უფლება აქვს

„ოპოზიციას სწყინს, რომ ერთიან, გახრწნილ, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიაზრება, რომელმაც ხელი მოაწერა ამ პროცესს – ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება. მათ მცდელობაა, წარმოაჩინონ, რომ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას – ახალგაზრდების ჩართულობა, სკოლებში შესვლა და მოსწავლეების მონაწილეობა ამ პროცესებში და ამით ქმნიან აღქმას, რომ ესაა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.

„მებრალება, ერთადერთი შანსი, ისტორიაში „პოზიტიურად” დარჩენილიყო, უკვე გაუშვა… ჩემს შვილიშვილებს ისტორიას რომ შეასწავლიან, ამ ქალზეც იქნება ერთი 2 წინადადება, მის მოღალატეობრივ, დიპლომატიის კუთხით უნიჭო და ამპარტავან ქმედებებზე”- მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილზე

ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას და შეუძლია, არ ინერვიულოს – ესაა უმცირესობა და ის, რაც ხდება, არის ამ უმცირესობების სასოწარკვეთილი მცდელობა, რევოლუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება. არჩევნების გზით, კარგად იციან, რომ ამას ვერ შეძლებენ. ამავდროულად, ძალიან კარგად მიმდინარეობს მართვის პროცესი სახელმწიფო სტრუქტურებში – დროული და სწორი იყო პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები. ეს დასტურია, რომ ჩვენ უკვე ვართ სახელმწიფო. იყო მინიშნებები, რომ ამ ძალადობის საპირწონე იქნება პრევენცია სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითებიც მოვიყვანეთ იმის, როგორ ხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქციების დაშლა ევროპაში, როგორ ექცევიან აქციის მოძალადე წარმომადგენლებს იქაური პოლიციელები. მათთან შედარებით, გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩვენი პოლიციელები ყველაზე ჰუმანურები არიან, მაგრამ მათ უკანაც, ჩვენს უკანაც, პრემიერ-მინისტრი იქნება თუ უბრალო თანამშრომელი, ყველას უკან დგას სახელმწიფო. ეს გაერთიანება – გახრწნილი ნაცმოძრაობა, სადაც ყველა შეერწყა ერთმანეთს, ეს გახარიები და სხვები, თითქოს ახლა წარმოიშვნენ, წარსული უნდა დაივიწყონ და ერთად იმოქმედონ, წინასწარ იყო დაგეგმილი.

„არავინ იფიქროს, რომ შეიძლება პრეზიდენტი გამოიყენო, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინო“ – რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ევროპელ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ: ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები

როცა მოხდა დაპირისპირება ხელისუფლებასთან, ყველა ჩასაფრებული ელოდებოდა, როდის მოხდებოდა გადაკვეთის წერტილის სივრცის შექმნა. რადიკალების მიზანია, არალეგიტიმურად გამოცხადდეს საქართველოს ხელისუფლება. ამას წინ უძღოდა ვითომ შემთხვევითი წამოცდენები (მხედველობაში მყავს ვითომ მაგარი ექსპერტი რომ ჰყავთ – ყველაფერს რომ არტყამს და სინამდვილეში ვერაფერს, გია ხუხაშვილი) იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია. ოპოზიციის ნარატივია, ყველა უნდა გაერთიანდეს არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან ის გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან და ჩვენ ყველას უფლება გვაქვს, შევცვალოთ ის. ასეთ შემთხვევაში, ვინ რჩება ლეგიტიმურ წარმომადგენლად – სალომე ზურაბიშვილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მის გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება. შემთხვევითი არაა ის, რომ მას დიდ ყურადღებას აქცევს დასავლური მედია და ნახევარსაათიან ეთერებს უთმობს. ყველაფერი ეს მართული პროცესის ნაწილია, თორემ რატომ არ იწვევენ CNN-ზე და სხვაგან, მაგალითად, პრემიერ-მინისტრს“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია.. ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ“ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

🟥 „რადიკალების მიზანია არალეგიტიმურად გამოცხადდეს საქართველოს ხელისუფლება და ამ ფონზე მოხდეს ლეგიტიმურ ძალად მიჩნეული სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანება.“ 🟥 „იმის შესახებ, რაც ახლა ოპოზიციის ფლანგზე მიმდინარეობს, თავისი ქალბატონი ზურაბიშვილით, ერთი წლის წინ ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ – ეს არის გეგმა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ძალები არიან გარედან მართული.“ 🟥 „სალომე ზურაბიშვილი 100 %-ით არის დამოკიდებული იმ ძალებზე, ვისი კარნახითაც მოქმედებს. მისი დაპირისპირება ხელისუფლებასთან, არ არის მისი პირადი დაპირისპირება. ის მთლიანად გადაბარგდა საპირისპირო ფლანგზე.“ 🟥 „ოპოზიციას სწყინს ის, რომ ისინი ერთიან, გახრწნილ, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად მოიაზრებიან, რომელმაც ხელი მოაწერა ამ პროცესს – ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და ქმნიან ამის აღქმას.“ 🟥 „ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას და შეუძლია არ ინერვიულოს – ქუჩაშია უმცირესობა და ის რაც ხდება, არის ამ უმცირესობების სასოწარკვეთილი მცდელობა, რევოლუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება. კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ამას ვერ შეძლებენ!“ 🟥 მიხეილ ყაველაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE” #ხალხისძალა

Posted by ხალხის ძალა / People’s Power on ოთხშაბათი, 15 მაისი, 2024

პოპულარულები