LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

,,საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ” – ჰელსინკის კომისია

,,საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ" - ჰელსინკის კომისია

მაიკლ როთი : „არც ივანიშვილი [და] არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში”

„ეს არის ევროპული ღირებულებების დამცველი მამაცი ახალგაზრდა თაობა! მადლობა!” - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო… ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების” ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა”- კახა კალაძე

ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს არანაირი შეფერხება არ ექნება … მსგავსი ტიპის რეზოლუციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული, მოტივირებული, რომლის მთავარი მიზანიც არის, დააზიანოს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა”- ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი.

„სრული მობილიზაციაა საჭირო ქვეყნის ისტორიული არჩევანის გადასარჩენად”- მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ ეხმაურება.
მამუკა მდინარაძე

„ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება! ევროპარლამენტის რეზოლუცია ღიად უჭერს მხარს ბოროტებას, გაუმჭვირვალობას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და საერთო არც ევროპასთან, არც ევროპელობასთან არაფერი აქვს – ამორალური და კატეგორიულად მიუღებელია”- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი  მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და წერს, „რომ ვიზალიბერალიზაციაზე, ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებას სჭირდება კონსესუსი, არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი".

ლევან ხაბეიშვილი: „დამთავრდა სახლში პულტებით ტელევიზორთან ჯდომის დრო, საქართველოს აუქმებს ივანიშვილი“

„ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან.“
გიული ალასანია და მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტარები, პირველ რიგში, მხარს უჭერენ ქვეყანას, მაგრამ ასევე მხარს უჭერენ ჩემს შვილს, რაც ძალიან მახარებს – გიული ალასანია

„რამდენი რეზოლუცია მიიღეს უკვე პერსონალურად ჩემს შვილთან, მის თავისუფლებასთან დაკავშირებით“.
შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: „ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს.. მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა“

„როგორც წინა 3 დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ასე დარჩება ეს დეკლარაციაც“.

რომან გოცირიძე: „კონფერენცია, რომელსაც კობახიძე უნგრეთში ესწრება, ქაჯი პოლიტიკოსების შეკრებაა“

გოცირიძის თქმით, ეს ულტრამემარჯვენეების კონფერენციაა, რომელსაც არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი და ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნის მეთაური არ ესწრება.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
რიინა კალიურანდი

ესტონეთის ელჩი საქართველოში: „არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ ფულს იმისთვის არ ვურიცხავთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ძირი გამოუთხარონ – ვცდილობთ, გადავცეთ გზავნილი თქვენს მთავრობას, რომ ჩვენ არ ვართ საფრთხე“

„თუკი ამ კანონს მიიღებენ, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, გააგრძელონ არსებობა ისე, როგორც დღეს არსებობენ.“

კალაძე: „როგორ შეიძლება დღეს ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო? ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ – თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე?“

„თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები. მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ.“
კახა კალაძე

კალაძე: „მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ, არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი – მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს“

„„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი” არის დემოკრატიული, ერთადერთი, რასაც ითხოვს, გამჭვირვალობაა და დეკლარაციის წარდგენა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები.“

ვიქტორ ორბანი: „ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ, ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში“

„ეროვნული იდენტობის და კულტურის შენარჩუნება ნამდვილად არის ჭადრაკის დიდოსტატის უნარი.“

სააკაშვილი ახალგაზრდებს: „სიამაყით მოუყვებით შვილთაშვილებს, რომ როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, სწორედ თქვენ გადაარჩინეთ მისი სახელმწიფოებრიობა“

„ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გამომეყვანეთ რუსული გავლენის სფეროდან, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ თქვენ გაზრდილიყავით არაკორუმპირებულ გარემოში და არ გქონოდათ ელემენტარული რაღაცების ნაკლებობა“,