LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„ბოლო რეზოლუცია საქართველოს მიმართ წკეპლასავით გამოიყენა…მალე „ფარაში“ ვნახავთ, რამდენი მილიონი დაიხარჯა რეზოლუციებზე”- გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, „ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ წინა რეზოლუციების, რომლებიც გააქარწყლა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ვითომ წამებასა და კეზერაშვილის ვითომ მედიამენეჯერობაზე".

„რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ადამიანი, რომელმაც პოლიციელის დაწვა სცადა, გააფეტიშეს“- მიხეილ ყაველაშვილი

უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მსხვერპლი მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც მისი თქმით, საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნის.

ჯაბა ნათენაძე: „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო – სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ“

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი“.

ვიდეო: „ქართული ოცნების“ დეპუტატი თელავიდან: „ფიცს ვდებ, თუ კანონპროექტს არ გაიწვევენ, პარტიას და თანამდებობას დავტოვებ“

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება, ამიტომ, მე ამ კანონპროექტს ვემიჯნები“.
პარტია „ლელოს“ განცხადება

„ლელო“ – „ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს.. მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას! არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები!“

„ლელო" ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობის გასაწევად რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის“.
ირაკლი კობახიძე ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელზე

კობახიძე: „გახსნილია საზღვრები, ჯერ კიდევ დიდია ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკური ჩამორჩენა, ასეთ დროს არსებობს ცდუნება, რომ ადამიანები ქვეყნიდან გავიდნენ.. რამდენიმე წელი დაგვჭირდება, ევროკავშირის ქვეყნებს რომ დავუახლოვდეთ“

„მიგრაციის მაჩვენებლები, წინა ხელისუფლების პირობებში ბევრად უფრო მძიმე იყო“ - ამბობს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერი: „თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ – თავი დაანებონ ორშაბათს, კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როდესაც ამის საშუალება აქვთ: სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს“

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიცია“ „ქართული ოცნების“ აქციაზე „ძალიან ნერვიულობს და ამას ვერ მალავს“:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „ყველაფერი არის მარტივი „დეჟა ვუ“, ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს“

„ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა, რომ ოქტომბერში დაიწერება მაგალითად, კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩაუფინონ, საზოგადოება დააშინონ“.
მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: „არჩევნებში „ოცნების“ დამარცხების შემდეგ უნდა დამტკიცდეს წინასწარ შეთანხმებული მთავრობა, რომელშიც აპოლიტიზირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტები შევლენ.. ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე წინასწარ უნდა შევთანხმდეთ“

„საბოლოო ჯამში, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის“.

რომან გოცირიძე: „საქსტატის“ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა – „ოცნების“ პირობებში ქვეყანა დაიცალა და თუკი ასე გაგრძელდება ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი დარჩება, რომელიც ქვეყანას დაიცავს“

„ველოდით, რომ ქვეყანა იცლებოდა, გარბოდა ხალხი უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გამო, მაგრამ ის რიცხვები, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.“

ზურაბ მახარაძე: „რეესტრმა ჩვენი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო – პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ „ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ“

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა კიდევ რამე არჩევანი ჰქონდეს, მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა ასეთი არჩევანი. თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო.“
შალვა პაპუაშვილი საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე

შალვა პაპუაშვილი: „29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს.. ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან სერიოზული საუბარი გვექნება“

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი“.
მიხეილ სააკაშვილი უვიზო რეჟიმის გადახედვაზე

სააკაშვილი: „ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათ, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს“

სააკაშვილი ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებაზეც არის საუბარი.

თეა წულუკიანი: „ევროპარლამენტის ამ ჩანაწერის მიზანი საქართველოს დასჯა იყო – ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია“

„რაც არ უნდა იყოს ეს ტექსტი, ის მიღებულია და კენჭნაყარია ევროპარლამენტარების მიერ, რომლებიც არ არიან ისინი, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის შეჩერების ან გაუქმების შესახებ, ისინი არ არიან ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო.“

ზურაბ ჯაფარიძე: „29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი – 29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა“

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას რის გამო აკეთებენ - სჯერათ რომ ღირსებას იცავენ დასავლეთისგან (იდიოტები არიან), სჯერათ რომ რუსეთშია ხსნა (მოღალატეები არიან) თუ უჭირთ და შემოსავლის დაკარგვა არ უნდათ (გამყიდვლები არიან)“

,,საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ” – ჰელსინკის კომისია

,,საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დესტრუქციული გზიდან გადაუხვიონ" - ჰელსინკის კომისია