ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომელი ორგანიზაცია საიდან და რისთვის ფინანსდება.
როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, დაანონსებულ აქციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას აცხადებს, რომ „ქართული სასამართლოები წარმატებით აბარებენ სტრასბურგის ტესტს.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე უმრავლესობის წევრებს მიმართავს. ვაშაძე 29 აპრილს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო შეკრების დაანონსებას გამოეხმაურა.
„სინამდვილეში, არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა; სინამდვილეში, არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა“.
გიგი უგულავა აცხადებს, რომ 29 აპრილს, საყოველთაო-სახალხო შეკრებით მმართველ გუნდს სურს, აჩვენოს, თითქოს არსებობს ორი მხარე და თვითონ წესრიგს უზრუნველყოფს.
როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორელმა განაცხადა, ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარადგინოს.