„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 29 აპრილს მმართველი პატიის მიერ დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრება კონტრაქცია არ არის.
„ეს აქციები არავის მითითებით და დავალებით არ ხდება, ხოლო როდესაც მთავრობა გეგმავს კონტრაქციას, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური, ჩამოყვანილი ხალხის ორგანიზებული თავყრილობა“.
„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ორშაბათს, საქართველოს პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.
მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 29 აპრილის შეკრება, ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება, მისი თქმით ამ შეკრებით, საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ძალა.
„აქტუალური საკითხებიდან ამ ბოლო დროს, გამორჩეულია ისეთი გამოწვევები, რომელიც ვიღაცას უნდა, რომ თანამედროვე ტრენდად და თანამედროვეობის ტრენდად შემოგვასაღოს.“
„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლზე პოლიტიკურ პროცესებში ჟურნალისტების კითხვის პასუხად , აცხადებს, რომ „როგორც ჩანს, სააკაშვილს ამბიციებმა ისევ სძლია და ახლა სურს, ბორდის თავმჯდომარე გახდეს“