LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართალი

„ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული“ – ალექსანდრე დარახველიძე

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

საია: „სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა“

ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
დაკავება

კახეთში ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“

ელისო კილაძე: „სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს – ერთადერთი, სადაც შემიძლია ვისაუბრო სასამართლოა, გთხოვთ, პროცესი არ დახუროთ – 37 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ“

ამის შესახებ ბრალდებულმა ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
პროკურატურა

„მეუღლეს, განსაკუთრებული სისასტიკით, ბლაგვი საგნით და დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა“ – სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა

შემთხვევა 2025 წლის 25 აგვისტოს, თბილისში, ზემო ფონიჭალის დასახლებაში მოხდა.
პროკურატურა

„პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა“ – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“ - აცხადებენ პროკურატურაში.
სუს-ი

„სისტემატურად ამზადებდა საქართველოს და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს“ – სუს-მა ერთი პირი დააკავა

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - აცხადებენ სუს-ში.

შსს: „დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ ადამიანებზე – დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია“

ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურა

„სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი გაგუდა“ – დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს

პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი სამი პროკურორი წევრი აირჩიეს, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა.

„ბრალდება წარედგინა მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს, რომელიც მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა დაახლოებულ პირთან მეცადინეობებისთვის, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა“ – შსს

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა…“ – პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სალონში ვიყავი, როცა თეკლამ დამირეკა, ტირილი გავიგე, მეუბნებოდა, მოდიო, სახელი ლუკაც ახსენა… მითხრა, მგონი, ვუყვარვარ და ეჭვიანობის გამო კონფლიქტი მოგვივიდაო… თუ მაქვს ამის უფლება, ოჯახს ვუსამძიმრებ“ – ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის“ დედა

ამის შესახებ ქმრის, ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერის“, 25 წლის თეკლა გერსამიას დედამ, ილონა ლეჟავამ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განაცხადა.
ალეკო ელისაშვილი

ადვოკატი: „ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აპირებენ ახალი საქმის „შეკერვას“, რომელიც 2025 წლის მაისში, სასამართლოს არქივის შენობაზე გაჩენილ ხანძარს ეხება, ალეკომ თქვა: „ალბათ, მალე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენო“

„ნებისმიერი ხანძარი, რომელიც თბილისში მომხდარა, ახლა გამოძიება ცდილობს, რომ ყველაფერი ალეკო ელისაშვილს დაუკავშიროს“ - ამბობს ადვოკატი გიროგი რეხვიაშვილი.