უკვე ოფიციალურად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიური “ვირტუს ბოლონიას” კალათბურთელია. ტრანსფერი იტალიური კლუბის ოფიციალურმა facebook გვერდმაც დაადასტურა.
სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი და საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში, 3 იანვარს გარდაიცვალა.