LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„​ექვს წლამდე ასაკში თავის ტკივილი განგაშის საგანს წარმოადგენს“ – ნანა ტატიშვილი გვირჩევს, რას მივაქციოთ ყურადღება

323
nanatatishvili20245

ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბავშვთა ასაკში თავის ტკვილის შესახებ იუსაბრა:

„ბავშვს როდესაც რამე სერიოზული პრობლემა უჩნდება, ის უარს ამბობს კვებაზე, დუნდება, მისი აქტივობა არ არის ჩვეულებრივი. ეს არის განგაშის ნიშანი. რაც შეეხება თავის ტკივილს, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია ბავშვის თავის გარშემოწერილობის ზრდა. ბავშვთა ასაკში თავის ტკივილი შეიძლება იყოს მხოლოდ ქალასშიდა წნევის მატებით, რაც, საბედნიეროდ, არის ძალიან იშვიათი. ის არის ძალიან ადვილად შესამჩნევი პედიატრიული ვიზიტის დროს. ამ დროს თავის ზომა გარშემოწერილობაში იზრდება გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ეს ნორმას შეეფერება. ყიფლიბანდის შესახებ ბევრია ხოლმე მშობლებისგან ჩივილი, წუხილი, სხვადასხვა მითები. თუ არის ქალასშიდა წნევის მატება, ნამდვილად იზრდება თავის გარშემოწერილობა, ყიფლიბანდი ამოიბურცება, იჭიმება. როგორც კარგად გაბერილი ბუშტი, რომლის ხელით ჩაზნექა ჩვენ გვიჭირს, ასეთი ხდება ყიფლიბანდი. ეს შემთხვევები არის ძალიან იშვიათი, საბედნიეროდ. მათ სჭირდებათ მხოლოდ ნეიროქირურგიული მკურნალობა. ​ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. რაც შეეხება ცოტა უფრო მოზრდილი ბავშვების თავის ტკივილს, ითვლება, რომ ექვს წლამდე ასაკში თავის ტკივილი განგაშის საგანს წარმოადგენს. შესაძლებელია ამის უკან იმალებოდეს ნერვული სისტემის სერიოზული დაავადება. თავის ტკივილი ძალიან ხშირია, მაგრამ მისი 1 %-ია საშიში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბავშვი თავის ტკივილის გამო წყვეტს თამაშს, მოქმედებას, წავა და დაწვება, ან თუ ამ თავის ტკივილს მოჰყვება ღებინება. ეს არის განგაშის საფუძველი და აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს,“ -ამბობს ნანა ტატიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g